დიზაინები

ჩვენი ისტორია

ფურცელი, რომელიც მოგონებებს ინახავს

„ქარტა“ ძველ ქართულში ფურცელს ნიშნავს. სწორედ ამ სახელით დავიწყეთ ციფრული სურათების ხელშესახებ ისტორიებად ქცევა. ეპოქაში, როცა ათასობით სურათი ეკრანს მიღმა იკარგება, ქარტა აცოცხლებს შეხების თბილ, მივიწყებულ რიტუალს.

ეს ამბავი 2020 წელს დაიწყო. პანდემიის დროს, როცა თითქოს დრო გაჩერდა, ჩვენს სურათებს გადავხედეთ და მივხვდით, რამდენი მნიშვნელოვანი წამი ინახებოდა ეკრანს მიღმა. გაგვიჩნდა სურვილი, მოგონებები წიგნად გვექცია და ისევ და ისევ გადაგვეშალა.

ჩვენთვის ეს მხოლოდ სურათების ბეჭდვა არ არის. გვინდა, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი წამები დროთა განმავლობაში არ გაფერმკრთალდეს და მხოლოდ გულში არ დარჩეს. გვინდა, ნებისმიერ დროს შეგეძლოთ წიგნის გადაშლა და იმ წუთების ხელახლა განცდა. და, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ თქვენი ისტორია თაობიდან თაობას გადაეცეს.

ძალიან გვიხარია, როცა ახალი ფოტოწიგნისთვის ისევ ჩვენთან ბრუნდებით, საკუთარი თავისთვის თუ ახლობლისთვის საჩუქრად. ზოგიერთ თქვენგანს სახლში უკვე მთელი კოლექცია აქვს. სწორედ ამიტომ ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან მასალებს და შეკვეთის ყველა ეტაპზე თქვენთან კავშირზე ვართ.

ვამაყობთ, რომ თითოეული ფოტოწიგნი საქართველოში, ჩვენს სახელოსნოში, პატარა გუნდის ხელით იქმნება. ამ საქმეს დღემდე იმავე სითბოთი, მოთმინებითა და სიყვარულით ვაკეთებთ, რადგან ყოველი წიგნი თქვენი ცხოვრების ნაწილია.

ქარტას დამფუძნებლები

გვჯერა, რომ შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები ეკრანზე მეტს იმსახურებს.

ჩვენთვის თითოეული უკუკავშირი მნიშვნელოვანია. გაგვიხარდება, თუ შენს შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებ: ეს გვეხმარება, შენთვის კიდევ უკეთესი გამოცდილება შევქმნათ.

1/2

რას ეხება?

ან მოგვწერე ელფოსტაზე