











Star Illustration
192 ფოტომდე
48-60 ფოტო
ხშირად დასმული კითხვები
რა ტიპის ყდებია ხელმისაწვდომი?
• ფოტოწიგნები რბილი ყდით — იდეალურია მოგზაურობის ფოტოებისთვის, ყოველდღიური კადრებისთვის და როგორც მსუბუქი, სასიამოვნო საჩუქარი მეგობრებისთვის.
• ფოტოწიგნები მყარი ყდით — უფრო გამძლე და ხარისხიანი ვარიანტი, შესაფერისია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოვლენების შესანახად, რათა მოგონებები წლების განმავლობაში შეუნახავი დარჩეს.
ჩვენ ვბეჭდავთ წიგნებს სხვადასხვა მოცულობით: 24, 30, 32, 48 და 96 გვერდზე.
თუ გსურთ თითო გვერდზე ერთი ფოტო, მაშინ ფოტოების რაოდენობა ტოლია გვერდების რაოდენობის.
იმ შემთხვევაში თუ ტექსტიც ან კოლაჟებიც გსურთ წიგნის ტევადობა არის:
მაგალითად:
• 48 გვერდიანი წიგნი იტევს 48–60 ფოტოს, ტექსტის შემთხვევაში – 40–60.
• 32 გვერდიანი წიგნი იტევს 32–40 ფოტოს, ტექსტის შემთხვევაში – 30–40.
• 96 გვერდიანი წიგნი იტევს 96–120 ფოტოს, ტექსტის შემთხვევაში – 90–120.
• 96 გვერდიანი დიდი წიგნი იტევს 96–140 ფოტოს, ტექსტის შემთხვევაში – 90–140.
• 30 გვერდიანი წიგნი იტევს 30–35 ფოტოს, ერთი ფოტო გამოიყენება ყდაზე.
• 24 გვერდიანი წიგნი იტევს 24–29 ფოტოს, ერთი ფოტო გამოიყენება ყდაზე.
მითითებულია რეკომენდებული სურათების რაოდენობა თითოეული წიგნისთვის.
1. აირჩიეთ სასურველი ფოტოწიგნი.
2. დააჭირეთ ღილაკს "ფოტოების ატვირთვა"
3. ატვირთეთ ფოტოები, დაალაგეთ სასურველი თანმიმდევრობის მიხედვით, დაამატეთ სათაურები ან ტექსტური ჩანართები.
დეტალური ინსტრუქცია წიგნის შექმნაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. https://qarta.ge/ka/customer-service/rogor-shevukvetot
• QARTA-ზე შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერი ფოტო JPG, JPEG, PNG, HEIC ან DNG ფორმატში.
ეს შეიძლება იყოს როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფის ნამუშევარი, ასევე სმარტფონით გადაღებული კადრი.
• ფოტოების განლაგება შესაძლებელია სხვადასხვა შაბლონში: სრულ გვერდზე, ნახევარ გვერდზე და სხვ. თითოეულ შაბლონს აქვს თავისი მოთხოვნები, მაგრამ როგორც წესი, ტელეფონით ან კამერით გადაღებული ორიგინალი ფოტოები უპრობლემოდ ჯდება.
• თუ ატვირთული ფოტო დაბალი ხარისხის იქნება, ფოტოზე ნახავთ გაფრხილების ნიშანს ხარისხის შესახებ — ასეთ შემთხვევაში უკეთესია შეცვალოთ ფოტო უფრო მაღალი ხარისხის ფაილით.
• გაითვალისწინეთ: სოციალური ქსელებიდან ან მესენჯერებიდან გადმოწერილი ფოტოები ხშირად პატარა ზომისაა, ვიდრე კამერით გადაღებული ორიგინალი. ამიტომ უკეთესია ატვირთოთ პირველწყარო ფაილები.
თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ დაბეჭდილი ფოტოები, შეგიძლიათ დაასკანეროთ ტელეფონის მეშვეობით. ფოტოების სკანირებისას მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ ოთახის ყველაზე ნათელი ადგილი, მაგალითად, ფანჯრის რაფა ან აივანი.
1. აირჩიეთ, ფოტოწიგნი.
2. დააჭირეთ ღილაკს "ფოტოების ატვირთვა".
3. ატვირთეთ ფოტოები, დაალაგეთ სასურველი თანმიმდევრობის მიხედვით, დაამატეთ სათაურები ან ტექსტური ჩანართები.
https://qarta.ge/ka/customer-service/rogor-shevukvetot
1 ან 2 სამუშაო დღეში ჩვენი დიზაინერი შექმნის მაკეტს.
ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას ფოტოწიგნის ციფრული ვერსიის ბმულით, სადაც შეძლებთ გადამოწმებას და უკუკავშირის დაბრუნებას.
შეკვეთის ბეჭდვის პროცესი იწყება თქვენი მხრიდან ციფრული ვერსიის დადასტურების შემდეგ.
შეკვეთა გადადის "მოლოდინში" და არ დაიბეჭდება იმ შემთხვევაში თუ არ დაადსტურებთ ელექტრონულ ვერსიას.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ბეჭდვის ვადები, გთხოვთ, ყველა შეკითხვა დასვათ შეკვეთის განთავსებამდე, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი დაგეხმარებათ.
შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენს შეკვეთებში.
ყველა პროდუქტი იბეჭდება მინიმალურ ვადებში.
ჩვენ ვბეჭდავთ შეკვეთებს სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირის გარდა.
ბეჭდვის ვადა: 3-4 სამუშაო დღე
ვადები მითითებულია მიწოდების გარეშე.
მიწოდება თბილისში 1-2 სამუშაო დღე.
ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში 2-3 სამუშაო დღე.
თბილისში მიწოდება არის უფასო.
რეგიონებში მიწოდების საფასურია 10 ლარი.
თუ გეჩქარებათ შეკვეთის მიღება, შეგიძლიათ თავად გაიტანოთ. ამისთვის აუცილებელია, წინასწარ მოგვწეროთ, რომ შევთანხმდეთ კონკრეტულ დროზე. მისამართი: მერაბ კოსტავას #14, თბილისი, 0108, საქართველო
თბილისის მასშტაბით მიწოდება ხდება 14:00-დან 22:00-მდე კომპანია Deliverers-ის საშუალებით.
რეგიონების მასშტაბით მიწოდება ხდება 10:00-დან 20:00-მდე კომპანია ONWAY-ის საშუალებით.
შეკვეთის კურიერუთან გადაცემის შემდეგ, თქვენ მიიღებთ SMS & იმეილ შეტყობინებას.
თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოსვლისას კი კურიერი დაგიკავშირდებათ.
ჩვენ ვაწარმოებთ შეკვეთების მიწოდებას საკურიერო სერვისებით, როგორიცაა Deliverers და Onway. მიწოდების მონაცემების შეცვლა თქვენ შეგიძლიათ სანამ თქვენი ამანათი გადაეცემა კურიერს. დაგვიკავშირდით მხარდაჭერის გუნდს მისამართის შეცვლის მიზნით.
მიიღება: VISA, MasterCard, Apple Pay და Google Pay.
ჩვენი პროდუქტების წარმოებისთვის ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს, რათა ისინი მრავალი წლის განმავლობაში გაგახაროთ. თქვენი ფოტოები იბეჭდება გლუვ თეთრ ქაღალდზე და ეკრობა მატი ლამინაცია.
ჩვენ ვიყენებთ ციფრულ ბეჭდვას და წარმოების პროცესები სრულად ავტომატიზირებულია, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სისწრაფეს და თქვენი ფოტოებისა და მონაცემების კონფიდენციალურობას.ჩვენი ბეჭდვის მეთოდი გარანტიას გაძლევთ, რომ მიიღებთ პროდუქციას, რომელიც თქვენი მოგონებების ღირსეულად აღსანიშნავად საუკეთესო ხარისხით იქნება შესრულებული.
ციფრული ბეჭდვა ფოტოწიგნებისთვის იდეალური ტექნოლოგიაა, რომელიც უზრუნველყოფს ფერთა სიზუსტეს, ფოტოების დეტალიზაციას და სწრაფ წარმოებას. თუმცა, ამ მეთოდს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ.
ციფრული ბეჭდვისთვის საჭირო ფაილები უნდა იყოს მაღალი ხარისხის.დაბალი რეზოლუციის ფოტოები შეიძლება დაიბეჭდოს დაბალი დეტალიზაციით ან სუსტი ფერის გადმოცემით.
ხშირად გვეკითხებიან: შესაძლებელია თუ არა მობილურით გადაღებული ფოტოები დაბეჭდოს? გამოვა თუ არა ისინი საკმარისად ხარისხიანი? პასუხი არის — დიახ, შესაძლებელია!
თანამედროვე სმარტფონები აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის კამერებით, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ხარისხიანი და დეტალური ფოტოები.
ფოტოები, რომლებიც გადაღებულია ფირის კამერით, ასევე კარგად გამოიყურება ფოტოწიგნებში, როგორც ციფრული კამერით ან მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოები. თუმცა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი
ფირის სურათებს ხშირად აქვს Grain Effect, ამიტომ, ასეთი ფოტოების ბეჭდვისას შეიძლება გამოჩნდეს გარკვეული ტექსტურა, რომელიც ციფრული ფოტოებისგან განსხვავდება.
დამატებით, რეკომენდებულია, რომ ფირის ფოტოების სკანირება შესრულდეს მაღალი რეზოლუციით, რათა დაიცვათ ფოტოების ხარისხი და დეტალები, რომლებიც ბეჭდვის პროცესში შეიძლება დაიკარგოს.